საცხოვრებელი კომპლექსის „m² იპოდრომთან“ მშენებლობა მაღალი ტემპით მიმდინარეობს. ასაშენებლი 9 კორპუსიდან 7 კორპუსის კარკასი დასრულებული და გადახურულია. გერმანული კომპანია "ჰაიდელბერგ ბეტონის" საქართველოს წარმომადგენლობამ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას უკვე მიაწოდა 27 000 მ3 ბეტონზე მეტი. დარჩენილი 2 კორპუსის კარკასების დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის.