m² იპოდრომთან - მობინადრეებმა კომპლექსის მიმდინარე ტერიტორია გაამწვანეს

მაისი 25, 2015

შაბათს, 23 მაისს, საცხოვრებელი კომპლექსის m² იპოდრომთან მობინადრეებმა მონაწილეობა მიიღეს თავიანთი ეზოს გამწვანების პროცესში. მათ კვალიფიციურ პერსონალთან ერთად დარგეს კვიპაროსები, მარადმწვანე დეკორატიული ბუჩქები და სუროები. 

m2-ის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ გარემოს დაცვაა, ამიტომ კომპანია მუდმივად ზრუნავს თავისი საცხოვრებელი კომპლექსებისა და სხვა ტერიტორიების გამწვანებაზე.


მსგავსი სიახლეები