10 ოქტომბერს, დეველოპერულმა კომანია „m² უძრავი ქონებამ“, ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან ერთად, გამწვანების მორიგი აქციის ფარგლებში, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე, 500-მდე ხე დარგო. აქციაში მონაწილეობდნენ m²-ს თანამშრომლები, სამშენებლო კომპანია BK Construction-ის ხელოსნები, მორაგბეები, ორგანიზაცია UN Women-ის წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
აქციის მონაწილეებმა ქალაქში დამატებით 1 ჰექტარი გაამწვანეს. დაირგო ატლასის ვერცხლისფერი და ჰიმალაიური კედარები, ასევე რამდენიმე ფოთლოვანი ხე. მათ მოვლა- პატრონობას, m²-ს დაკვეთით, თბილისის ბოტანიკური ბაღი და ნერგების შემომტანი კომპანია „მაგნოლია“ გადაიბარებს, გახარებული ხეები კი შემდგომში თბილისის მერიას გადაეცემა.
კომპანიაში ამბობენ, რომ ამ აქციაში მთავარი არა მხოლოდ ხეების დარგვა, არამედ, ექსპერტებთან ერთად, მიზნობრივად და ქალაქისთვის ფუნქციურად სწორი ჯიშების არჩევაცაა. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო გამოცდილ მომწოდებლებთან და თბილისის ბოტანიკური ბაღის სპეციალისტებთან თანამშრომლობა. მათთან და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან კონსულტაციის შედეგად, შეირჩა შესაფერისი ხეების ჯიშებიც და გასამწვანებელი ლოკაციაც.
მიმდინარე აქცია მთაწმინდის ფერდობის გამწვანების პროექტის ერთგვარი გაგრძელებაა. m²-ს მიერ განხორციელებული უდიდესი გამწვანების აქცია 2017 წელს, მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურებული 26 000 კვმ ტერიტორიის აღდგენაა. კომპანიამ სრულად უზრუნველყო ხანძრისგან დაზიანებული ლანდშაფტისრეაბილიტაცია, მწვანესაფარისაღდგენადაშემდგომიმოვლა-პატრონობა. ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე ხარობს რვა სახეობის 3000 მცენარე, გამართულია სარწყავი სისტემა, პერიოდულად ხორციელდება დაზიანებული მცენარეების ჩანაცვლება, მიწისგაფხვიერება, მინერალურისასუქისდამატებადამორწყვა. უახლოეს მომავალში კომპანია, ქალაქის მაშტაბით, 10 ჰექტარის გამწვანებას გეგმავს.
„აღნიშნულ გამწვანების აქციაში m²-ს მთელი გუნდი და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები დიდი მონდომებით ჩავერთეთ, შემოგვიერთდა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურიც და ახლა უკვე ერთობლივი ძალისხმევით ვაგრძელებთ პროცესს. ხეების დარგვის შემდგომ განვახორციელებთ სავეგეტაციო პერიოდის მონიტორინგსაც და, საჭიროების შემთხვევაში, დაზიანებული ხეების ჩანაცვლებასაც უზრუნველვყოფთ. საბოლოოდ, თბილისის მერიას, სრულად დასრულებულ გამწვანებული ტერიტორიას გადავცემთ“, - ამბობს ნინო რუხაძე, m²-ს გენერალური დირექტორის მოადგილე საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.