საცხოვრებელი კომპლექსის „m² იპოდრომთან” მშენებლობა მაღალი ტემპით მიმდინარეობს

ოქტომბერი 25, 2012

საცხოვრებელი კომპლექსის „m² იპოდრომზე“ მშენებლობა, რომელიც 2012 წლის 2 აპრილს დაიწყო, მაღალი ტემპით მიმდინარეობს. სადღეისოდ, უკვე ჩასხმულია 17,000 მ³–ზე მეტი ბეტონი და აშენებულია დაახლოებით 40,000 მ² კარკასი, რაც სამშენებლო კომპლექსის მთლიანი მოცულობის  62%–ზე მეტია.

„M² იპოდრომზე“, რომელიც თამარაშვილის ქ. N13–ში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიასთან შენდება, 9 დამოუკიდებელი შენობისგან (კორპუსისგან) შედგება. საცხოვრებელი კომპლექსის ბინების ფართობი 47 მ²–სა და 172 მ²–ს შორის მერყეობს, თუმცა ნებისმირი ბინის პროექტში შესაძლებელია შესწორების შეტანა მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად. რემონტის შესრულებისას გათვალისწინებული იქნება ბინის მფლობელის გემოვნება. კომპლექსის მშენებლობისთვის გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები. ამასთან, პროცესზე კონტროლს ახორციელებს საერთაშორისო საინჟინრო–საკონსულტაციო კომპანია. „M2 იპოდრომთან“ ბარდება 2014 წლის სექტემბრის ბოლოს, დასრულებული რემონტით.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის „m² იპოდრომთან“ დაკავშირებით ეწვიეთ:  www.m2.ge


მსგავსი სიახლეები