m² ნუცუბიძეზე სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და ბინების ჩაბარება იწყება. საცხოვრებელი კომპლექსი 23%-მდე ენეგროეფექტურია, რაც მობინადრეებს კომუნალური ხარჯების შემცირების შესაძლებლობას აძლევს. მობინადრეებს საცხოვრებელ კომპლექსში ბინები დასრულებული რემონტით ბარდებათ, სადაც ასევე დახვდებათ იტალიური სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. ყველა ბინა მობინადრეების სურვილისამებრ არის გარემონტებული.
.
კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს ორსართულიან ავტოსადგომს 86 ავტომანქანისთვის, შიდა ეზოს დიდი სპროტული მოედნით, მოსასვენებელ და საბავშვო ზონებს. კომპლექსს ასევე აქვს 24-საათიანი დაცვა და სადარბაზოების დასუფთავებისა და გამწვანების მოვლის მომსახურება, რის საფასურსაც ახალმოსახლეთათვის ერთი წლის განმავლობაში კომპანია დაფარავს.
.
დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, „m² ნუცუბიძეზე“ აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის - პირველად საქართველოში შენობაში დამონტაჟდა ცნობილი ფინური ბრენდის, KONE-ს ლიფტები აღჭურვილი ქართული ხმოვანი შეტყობინებით.
.
m² ნუცუბიძეზე მშენებლობა 2013 წლის დეკემბერში დაიწყო და დაგეგმილზე 1 თვით ადრე დასრულდა.
დარჩენილი ბინები და მათი ფასები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.