პროექტი |
კორპუსი |
სართული |
ბინა |
ფართი m2 |
საძინებელი |
ფასი |
„ბანკი რესპუბლიკას“ და კომპანია m²-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თებერვალი 11, 2016
- დღეს m² გალერეაში, სს „ბანკი რესპუბლიკას“ და დეველოპერულ კომპანია m² შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს საცხოვრებელი ბინები m²-ის მიმდინარე და დასრულებულ პროექტებში ბანკ რესპუბლიკას იპოთეკური სესხით. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, ბანკი „რესპუბლიკა“ 2016 წლის 30 აპრილამდე, m²-ის მომხმარებლებს შესთავაზებს უნიკალურ პირობებს იპოთეკურ სესხებზე. კერძოდ იპოთეკური სესხის % იქნება მინიმალური და ყველაზე კონკურენტული ბაზარზე დღეს არსებულ ტარიფებთან შედარებით. მაგალითისთვის:
5 წლამდე სესხები - USD 6.76% EUR 6.4% -(ეფექტური % 7.35$, 6.97EUR)
10 წლამდე სესხები - USD 7, 26% EUR 6.9% -(7.70%$-7.31%EUR)
15 წლამდე სესხები - USD 8,06 % EUR 7,6 % (8.5%$ -8%EUR)
აღნიშნული შეთავაზებით ბანკი რესპუბლიკა მაქსიმალურად ხელმისაწვდომს და შეღავათიანს ხდის იპოთეკურ სესხს მომხმარებლისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ შეიძინონ ბინა m²-ის პროექტებში:
✔ m² ყაზბეგზე
✔ m² ნუცუბიძეზე
✔ m² თამარაშვილზე
✔ ოპტიმა ისანი
ბანკის არსებული კლიენტებისთვის დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ბანკ რესპუბლიკას საფილიალო ქსელის მასშტაბით, ასევე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით 2 90 90 90, ხოლო ახალი კლიენტებისთვის, მეტი კომფორტის შესაქმნელად, გამოყოფილია მელიქიშვილის გამზირზე არსებული ბანკ რესპუბლიკას სერვის ცენტრი.
ტეგები:
რესპუბლიკა,
იპოთეკური სესხი,
m2,
ყაზბეგზე,
m²,
ნუცუბიძეზე,
თამარაშვილზე,
ოპტიმა ისანი,
პროცენტი,
დაბალი პროცენტი,
m2 გალერეა
მსგავსი სიახლეები