m²-ის გალერეამ ღია კარის დღეს უმასპინძლა.

დეკემბერი 14, 2016

10 დეკემბერს m²-ის გალერეაში ღია კარის დღე ჩატარდა. დამსწრეებმა ბინის შეძენის პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია ერთ სივრცეში მიიღეს. მათ ასევე მიიღეს კონსულტაციები m²-ისა და მისი პარტიორი კომპანიების პროფესიონალებისგან.

ბინის შეძენით დაინტერესებულმა ადამიანებმა მოსმინეს გაყიდვების კონსულტანტის, იურისტის, პროექტის მენეჯერის, დიზაინერისა და პროფესიონალი ბროკერის პრეზენტაციები.

პრეზენტაციები შეეხებოდა სასურველი ბინის შერჩევის წესს, ფინანსურ რისკებს, მშენებლობის ხარისხს, უსაფრთხოების სისტემებს, ფართის მაქსიმალურად ეფექტიანად დაგეგმარებასა და საჭიროების შემთხვევაში ეფექტიანად გაქირავების საკითხებს.

დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ საკრედიტო ოფიცრის დახმარებით ადგილზევე დაეთვალათ თავიანთი ფინანსური შესაძლებლობები და მოეხდინათ მათი მობილიზება ბინის შესაძენად.


მსგავსი სიახლეები