მთაწმინდის ნახანძრალ ფერდობზე ხე-მცენარეების ჩარგვა დაიწყო

მარტი 28, 2018

მთაწმინდის ნახანძრალ ფერდობზე ხე-მცენარეების ჩარგვის პირველი ეტაპი დაიწყო. კომპანიამ უძრავი ქონება“, რომელიც აღნიშნული ტერიტორიის აღდგენა-გატყევებას აფინანსებს, მთაწმინდის ფერდობზე ხე-მცენარეების ჩარგვის აქციას გამართა, რომელშიც მოხალისეობრივად როგორც მოქალაქეები, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლები ჩაერთნენ.


მოხალისეთა მაქსიმალური ჩართულობის მიზნით -მა სპეციალური პლატფორმა www.gaamtsvane.ge შექმნა. აღნიშნულ ვებ-გვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია მთაწმინდის ფერდობის აღდგენა-გატყევების პროექტის შესახებ - როგორც განხორციელებული, ასევე დაგეგმილი აქტივობები. პერიოდულად პლატფორმაზე განთავსდება ინფორმაცია ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რომელშიც მოხალისეების მონაწილეობა იქნება შესაძლებელი.


-ის მიერ ორგანიზებულ გამწვანების აქციაში მოქალაქეები, ასევე მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციისა და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანამშრომლები ჩაერთნენ.


მთაწმინდის ნახაძრალი ფერდობის სარეაბილიტაციო პროექტი, რომელიც კომპანია -ის დაკვეთით „თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის“ სპეციალისტებმა მოამზადეს, მიზნად ისახავს ნახანძრალი 26 000 კვ.მ-ის ტერიტორიის აღდგენა-გატყევებას და აღნიშნულ ადგილზე ბიომრავალფეროვანი და თვითგანახლებადი გარემოს შექმნაა.


მსგავსი სიახლეები