IFC და კანადის მთავრობა ხელს უწყობენ ენერგოეფექტიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას და სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში

მაისი 31, 2013

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია და კომპანია „m²  უძრავი ქონება" იწვევენ მედიის წარმომადგენლებს ახალი სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე დასასწრებად. IFC-ი კანადის მთავრობის მხარდაჭერით, ხელს უწყობს კომპანიას „m²  უძრავი ქონება" ენერგოეფექტიანი, ხელმისაწვდომი და მაღალხარისხიანი საცხოვრებელი სახლების პროექტების განხორციელებაში. 

დაფინანსება ხელს შეუწყობს საქართველოში ურბანული ინფრასტრუქტურის გაფართოებას მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი და ენერგოეფექტიანი მრავალბინიანი სახლების აშენების გზით.

თარიღი:  31 მაისი, პარასკევი, 11:50 ადგილი:  სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია” (ვარდების რევოლუციის მოედანი 1)

გამომსვლელები:

  • თომას ლუბეკი, IFC-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში
  • გიორგი ვახტანგიშვილი, გენერალური დირექტორი, „მ²  უძრავი ქონება"

მსგავსი სიახლეები