„Kempinski“ დამსვენებლებს ქალაქის გულში მომსახურების უმაღლეს სტანდარტს შესთავაზებს

მაისი 02, 2019

დეველოპერულმა კომპანიამ „ უძრავი ქონება სასტუმროების ქსელის განვითარების ფარგლებში,  „Kempinski Hotels“-თან, მენეჯმენტის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. Kempinski“ მთაწმინდაზე სულ მცირე 95 ნომერს გააერთიანებს და 2020 წლის მესამე კვარტალში გაიხსნება.

ფართო სივრცული გეგმარება სასტუმროს დიზაინის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს: „Kempinski“  დამსვენებლებს ქალაქში ყველაზე დიდი ფართის სტანდარტულ ნომრებს (40 კვ.მ) და კიდევ უფრო ფართო ლუქსებს შესთავაზებს. სასტუმროს გამოარჩევს შთამბეჭდავი ხედები, როგორც დამსვენებლების ნომრების ტერასებიდან, ასევე ყველა სტუმრისთვის ხელმისაწვდომი, სასტუმროს ბოლო სართულზე განთავსებული ტერასიდან.

„Kempinski“ პოზიციონირდება, როგორც კულინარიული ჰაბი, ის არის წარმოდგენილი ექსკლუზიური, გასტრონომიული შეთავაზებებით ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრისთვის. მთაწმინდაზე, „Kempinski“-ს მიმდებარედ კლდეში არსებულ გვირაბში ღვინის ბარი მოეწყობა, სადაც ვიზიტორები საუკეთესო ქართული და ევროპული ღვინის დაგემოვნებას შეძლებენ.

სასტუმროს ბოლო სართულზე მდებარე რესტორნისა და ბარის კონცეფცია განსაკუთრებულია: მას გამოარჩევს კერძების სტუმრების თვალწინ მომზადების პროცესი.  ამასთან, გარემოს განსაკუთრებულს ხდის ძველი თბილისის შეუდარებელი ხედებიც. ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ  ისარგებლონ VIP ზონით და კერძო სავახშმო ტერასით. ლაუნჯი, სიგარ ლაუნჯი და კლუბი კი სრული რელაქსაციისა და გართობისთვის განსაკუთრებულ გარემოს შემოგვთავაზებს. 500 კვ.მ ფართობზე მდებარე სრულად აღჭურვილი სპა დამატებით დასასვენებელ სივრცეებს მოიცავს: დამსვენებლებს აქ შეეძლებათ აუზით, სოლარიუმითა და თანამედროვე ფიტნეს-ცენტრით ისარგებლონ.

მთაწმინდის ქედზე მოკალათებული სასტუმროდან, დამსვენებლები და სტუმრები  თბილისური, მოჩუქურთმებული ხის აივნებითა და მოკირწყლული ქუჩებით ისტორიული ხიბლის შეგრძნებას შეძლებენ. ადგილმდებარეობა მიმზიდველია ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების კუთხითაც: თავისუფლების მოედანი, მნიშვნელოვანი ძეგლები, უამრავი ისტორიულად მიმზიდველი ლოკაცია და საქართველოს პარლამენტი სასტუმროდან რამდენიმე წუთის სავალშია.

„მოხარულები ვართ „Kempinski Hotels“-თან პარტნიორობით. „Kempinski“ სასტუმროებისა და საცხოვრებელი კომპლექსების მართვაში მთელ მსოფლიოში ცნობილია გამოცდილებითა და მაღალი ხარისხით.  ჩვენ ერთად ავიყვანთ  პრემიუმ კლასის გამოცდილებას ახალ საფეხურზე თბილისში.  ჩვენი შეხედულებით, ამ სასტუმროში მოვიზიდავთ ტურისტებს, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე გლობალური მასშტაბით, სადაც „Kempinski Hotels“-ის ბრენდს უკვე აქვს ძლიერი რეპუტაცია. ვამაყობთ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს თბილისისა და საქართველოს აუცილებლად სანახავ ტურისტულ ლოკაციად ჩამოყალიბებაში, რომლის მთავარ კომპონენტებს წარმოადგენს ხანგრძლივი ისტორია, გასტრონომია და კულტურა“. - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ, -ის გენერალურმა დირექტორმა.

„გასულ წელს ჩვენი გეგმის 18%-იანი ზრდის შემდეგ მოხარული ვარ განვაცხადო, რომ 2019 წელსაც  ვაგრძელებთ ამ პოზიტიურ ტენდენციას და ჩვენს ინოვაციურ სულისკვეთებას ვაჩვენებთ იმით, რომ საქართველოს ულამაზეს დედაქალაქში, თბილისში, პრემიუმ კლასის პირველ სასტუმროს ვთავაზობთ დამსვენებლებს“, - განაცხადა ბერნოლდ შრიოდერმა „Kempinski Hotels“-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.


„რიგი განმასხვავებელი კრიტერიუმების მეშვეობით, როგორიც არის ჩვენი განსაკუთრებული ადგილმდებარეობა, ლუქსების დიდი რაოდენობა, ნომრების ფართი საკუთარი ტერასებით და ნომრების ლიმიტირებული რაოდენობით, დარწმუნებული ვარ, რომ მალევე გავხდებით ბაზრის ლიდერები ჩვენს სეგმენტში“.

„Kempinski“-ს შესახებ:

1897 წელს დაარსებული, „Kempinski Hotels“ ევროპის მაღალი კლასის სასტუმროების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჯგუფია. „Kempinski“-ს შეუდარებელი მომსახურებისა და შესანიშნავი სტუმართმოყვარეობის მდიდარ მემკვიდრეობას ემატება ექსკლუზიურობა და ინდივიდუალიზმი. „Kempinski“ ამჟამად 34 ქვეყანაში მართავს 78 ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროსა და საცხოვრებელ კომპლექსს და განაგრძობს სასტუმროების ქსელის გაფართოვებას  ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში.

თითოეული სასტუმრო „Kempinski“-ს ბრენდის სიძლიერესა და წარმატებას ასახავს. პორტფელიმოიცავსისტორიულობიექტებს, მრავალჯერ დაჯილდოებულ  სასტუმროებს, შესანიშნავკურორტებსადაპრესტიჟულსაცხოვრებლებს. თითოეული პროექტი მოიცავს იმ ხარისხს, რომელსაც „Kempinski“-სგან ელოდებიან; ამავდროულად, თითოეული სასტუმრო  ადგილმდებარეობის ტრადიციებსაც ითვალისწინებს. „Kempinski“ სასტუმროების გლობალური ალიანსის (GHA) დამფუძნებელი დაწევრია, რომელიც დამოუკიდებელი სასტუმროების ბრენდების უდიდეს ალიანსს წარმოადგენს.


მსგავსი სიახლეები