აფშან ხანი სპეციალიზებულ საოჯახო ტიპის სახლს ესტუმრა

აპრილი 18, 2019

გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორი, აფშან ხანი მძიმე და ღრმა დარღვევების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილ სპეციალიზებულ საოჯახო ტიპის სახლს ესტუმრა.

-მა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა სრულად დააფინანსა. საოჯახო ტიპის სახლი საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გაიხსნა.

სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება უზრუნველყოფს მძიმე და ღრმა დარღვევების მქონე ბავშვებისთვის ოცდაოთხსაათიან ინდივიდუალურ საექთნო მოსახურებასა და რეაბილიტაციას, ხელს უწყობს მათ ფიზიკურ, ფუნქციურ და სოციალურ განვითარებას.


მსგავსი სიახლეები