m²-ის საფეხბურთო ჩემპიონატი

ივნისი 03, 2019

-მა სპორტული აქტივობების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით კომპლექსებს შორის პირველი საფეხბურთო ჩემპიონატი ჩაატარა.


შეჯიბრი ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა ხუთი კომპლექსის 51-მა მაცხოვრებელმა მიიღო.

“ჩემპიონატი წელს პირველად ჩავატარეთ და მოხარულები ვართ, რომ იდეამ გაამართლა, ასპარეზობამ მაცხოვრებლებში დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს სხვადასხვა ინტერესის მქონე უამრავი ადამიანის ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანებას, ჩვენი იდეაც ეს იყო, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მობინადრეებზე და მსგავსი აქტივობებით ვცდილობთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას კომპლექსებში”. აცხადებს ნატო ბოჭორიშვილი, -ის გენერალური დირექტორის მოადგილე უძრავი ქონების მიმართულებით.


მსგავსი სიახლეები