„კონსტრუქტ2-ის“ სტუდენტების ობიექტზე მიღება

ივლისი 01, 2019

BK Construction-მა „სითი მოლის“ სამშენებლო ობიექტზე მისი სამშენებლო კოლეჯის, „კონსტრუქტ2-ის“ პირველი გამოშვების სტუდენტებისთვის ობიექტებზე მიღების ცერემონია გამართა. 

სამშენებლო სფეროში 26 წლიანი გამოცდილების მქონე BK Construction-ის მთავარი პრიორიტეტები, ხარისხიანი მშენებლობის გარდა, დასაქმებულთა პროფესიონალიზმი, გუნდური მუშაობის უნარი და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ერთგულებაა. სწორედ არსებული მიდგომებისა და ფასეულობების გასამყარებლად და შრომით ბაზარზე დამატებით კვალიფიციური კადრების დასამატებლად შეიქმნა სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“. 

კოლეჯის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები, BK Construction-ის სამშენებლო ობიექტებზე დასაქმდებიან.


მსგავსი სიახლეები