„m² ჯგუფმა“ „სვეტის“ შეჩერებული პროექტების მშენებლობა დაიწყო

მარტი 11, 2020

11 მარტს მირცხულავას ქუჩაზე " ჯგუფის" მიერ გადმობარებულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, პირველი სამუშაო დღე ქალაქ თბილისის მერმა კახი კალაძემ გახსნა, ღონისძიებას ქალაქ თბილისის მერიის, „m² ჯგუფის“, საინიციატივო ჯგუფისა და „სვეტის“ დაზარალებული მობინადრეები ესწრებოდნენ.

სამშენებლო სამუშაოები, „სვეტის“ დანარჩენ ობიექტზე, ეტაპობრივად განახლდება. ამგვარად, ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ, უამრავი ადამიანის რეალობა რადიკალურად შეიცვალა და ისინი ახლა უკვე „ ჯგუფის“ მომავალი მობინადრეები არიან. სწორედ ასეთია „ ჯგუფის“ და თბილისის მერიას შორის არსებული შეთანხმების საბოლოო მიზანი. შედეგად 2500-მდე დაზარალებული ოჯახი საკუთარ ბინას დათქმულ დროში მიიღებს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მინდა, ყველას მივულოცო ეს დღე და წარმატებები ვუსურვო. დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით, რომ ეს შეთანხმება მომხდარიყო და დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. ამ ხნის განმავლობაში, იყო უამრავი იმედგაცრუება, თუმცა ფარ-ხმალი არ დაგვიყრია. ყოველთვის ვიცოდით და გვჯეროდა, რომ ჩვენ ამას შევძლებდით. ეს საუკეთესო პრეცედენტია. ქალაქში ყველა შეჩერებული მშენებლობის  და  კომპანიების მხრიდან დაზარალებული  მოქალაქეების მიმართ  ჩვენი მიდგომა ანალოგიური იქნება - მაქსიმალურად ყველას დავეხმარებით, ხელს შევუწყობთ, რომ საცხოვრებელი სახლები დაიბრუნონ. ამ შემთხვევაში, 2 500 ოჯახზეა საუბარი. ბევრი უცხოეთშია წასული და შრომობს, წვალობს, რომ თავიანთი შვილები, ოჯახები არჩინონ. მათ აღმოაჩინეს, რომ ერთ დღეს ყველაფერი დაკარგეს, მაგრამ ჩვენი ჩართულობითა და სახელმწიფოს გვერდზე დგომით, დღეს ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია. სამი წლის განმავლობაში, ყველაფერი სრულად იქნება მოწესრიგებული და დაზარალებულ მოქალაქეებს თავიანთი საცხოვრებელი სახლები ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მშენებლობების დასრულების მიზნით  ჯგუფის „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს (მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა, ჭყონდიდელის ქუჩის #22).

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება  ჯგუფის მიერ, ხოლო ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას  ჯგუფის სამშენებლო კომპანია BK Construction-ი განახორციელებს.

„დაუსრულებელი მშენებლობები და ათასობით დაზარალებული ოჯახი უდიდესი სოციალური პრობლემაა, როგორც ქალაქისა და ქვეყნისთვის, ასევე თითოეული მოქალაქისთვის. ამრიგად, პირველ რიგში, ჩვენთვის ეს სოციალური პროექტია. როგორც ინვესტორი კომპანია, პასუხისმგებლობას ვიღებთ როგორც ფინანსურ, ისე ადმინისტრაციულ პროცესზე.

 ჯგუფის სამშენებლო და დეველოპერული მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენს სახელს არაერთი წარმატებული პროექტი უკავშირდება, ამჯერად კი მოხარულები ვართ, რომ, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, შეგვეძლო გვერდში დავდგომოდით ქალაქის მერიას და ჩვენი წვლილი შეგვეტანა 2500 დაზარალებული ოჯახის კეთილდღეობაში.

„სვეტის“ მშენებლობების დასრულება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია. შესაბამისად, სრულად ვაცნობიერებთ საზოგადოებისა და ქალაქის წინაშე აღებულ ვალდებულებას. არ დავიშურებთ ძალისხმევას, შრომასა და გამოცდილებას, რათა ყველა პროექტი წარმატებით დასრულდეს და დაზარალებულებმა კუთვნილი ბინები დათქმულ ვადაში მიიღონ. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ქალაქის მერიას და საინიციატივო ჯგუფს ნდობის გამოცხადებისთვის, მე მჯერა ჩემი გუნდის პროფესიონალიზმის და დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე პროექტი ყველასთვის წარმატებით დასრულდება.“ - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.


მსგავსი სიახლეები