m²-მა თბილისს საჩუქრად 1 200, სხვადასხვა ჯიშის ნერგი გადასცა.
საკრებულოს ინიციატივით, არიზონას და ლეილანდის კიპაროსები სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ის ტერიტორიაზე, ერთიანობისთვის მებრძოლთა, ალექსიძის და თაყაიშვილის ქუჩებზე დაირგვება.
გამწვანების აქცია 22 აპრილს, დედამიწის დღეს გაიმართა და მასში მონაწილეობა სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა - რევაზ სოხაძემ, m²-ის გენერალურმა დირექტორმა, - ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა, დედაქალაქის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა - პაატა ტოგონიძემ, ასევე სკოლის მოსწავლეებმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბენეფიციარებმა მიიღეს.