m²-ის გენერალურმა დირექტორმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ივნისი 01, 2023

m²-ის გენერალურმა დირექტორმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

 

ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP საქართველო) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით, 30-31 მაისს,  თბილისმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმს უმასპინძლა.

 

ფორუმის თემატიკა ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდენციებსა და საჭიროებებს შეეხებოდა. ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას თავისი ხედვები ადგილობრივმა და საერთაშორისო სპიკერებმა,ექსპერტებმა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა გააცნეს.

 

წელს ფორმუმში მონაწილეობას m²-ის გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ მეძმარიაშვილი იღებდა, რომელმაც უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისა და ურბანული არქიტექტურის შესახებ კომპანიის ხედვა წარმოადგინა.

 

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან ჩამოყალიბდა მოწინავე იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად. ფორუმი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომების გაზიარების და ახალი იდეების გააზრების ეფექტიანი პლატფორმაა, რომელიც ქმნის თანამშრომლობის ჩამოყალიბების და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას.

 

წელს,ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო შემდეგი საკითხები:მდგრადი ეკონომიკური განვითარება; ადგილობრივი ხელისუფლება სამართლებრივ ჭრილში; ინფლაცია საქართველოსა და მსოფლიოში: ტენდენციები და გავლენა ბიზნესისგანვითარებაზე; უძრავი ქონების ბაზარი; რეალური სექტორის ეკონომიკა;ტურიზმი-ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები; ფისკალური პოლიტიკა: მიზნობრივისექტორები და განვითარების სტრატეგია; ქალაქების ტრანსფორმაცია ინოვაციების დანერგვის გზით; სივრცითი მოწყობა და ურბანული განაშენიანება/სატრანსპორტო გამოწვევები; ურბანული არქიტექტურა; კონკურენტუნარიანობა და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა; გენდერული თანასწორობა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სხვა.

ტეგები:

მსგავსი სიახლეები