m² თბილისის კულტურის კვირეულის გენერალური პარტნიორია

მაისი 11, 2024

9 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით, Factory Tbilisi-ში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სახელოვნებო ღონისძიება - “თბილისის კულტურის კვირეული” გაიმართება. წლევანდელი სეზონი ეძღვნება ევროპის დღეებს და მიზნად ისახავს ქართული ისტორიის და ხელოვნების საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას.

 

Culture Week Tbilisi აერთიანებს ხელოვანებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, კინორეჟისორებს, ასევე პრესის და ხელოვნების სფეროს გავლენიან წარმომადგენლებს. “თბილისის კულტურის კვირეულში“წელს 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტი მიიღებს მონაწილეობას. მათი ნამუშევრები Factory Tbilisi-ს სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში იქნება წარდგენილი.

 

კვირეულს გასაშუქებლად ეწვევა 50-მდე საერთაშორისო სტუმარი, რომელიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოვა - Forbes USA, The Guardian, SouthChina Morning Post, Washington Post, Elle Japan, madame Figaro Japan, GQ Japan. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, იხილონ ქართველი და საერთაშორისო არტისტების ნამუშევრები, კურირებული გამოფენები და უკეთესად გაეცნონ ქართულ კულტურას, ხელოვნებას, დაესწრონ კინოჩვენებებს, კონცერტებს და მრავალფეროვან პროგრამას.

 

წლევანდელი “თბილისის კულტურის კვირეულის” გენერალური პარტნიორია m².

ტეგები:

მსგავსი სიახლეები