m²-მა ობლიგაციების ახალი ემისიის შესახებ განაცხადა

ივნისი 12, 2014

დღეს -მა განაცხადა ობლიგაციების ახალი ემისიის შესახებ, რის შედეგადაც მომხმარებელს კვლავ მიეცემა შესაძლებლობა უკეთესად ამუშაოს საკუთარი ფული. –ის ობლიგაციების პირველი გამოშვება განხორციელდა 2014 წლის აპრილში და 1 თვის მანძილზე სრულად განთავსდა. ამასთან, მომხმარებლის მხრიდან მოთხვონამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა მიწოდებას.

-ის ერთწლიანი, აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების ახალი ემისიის მოცულობა 10 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ერთი ობლიგაციის ნომინალური ღირებულება კი - 1,000 აშშ დოლარს. ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც დააბანდებს საკუთარ თავისუფალ სახსრებს ხსენებულ ობლიგაციებში, მიიღებს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 8.42%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე).

.

ობლიგაციის გამოშვებით, m² ახდენს მისი დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიკაციას და საქართველოში ამკვიდრებს თანამედროვე ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკას. კომპანიის მიერ ობლიგაციების გამოშვებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითრების ხელშეწყობისთვის. 


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.bonds.ge  და www.m2.ge 


მსგავსი სიახლეები