m²-მა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კიდევ ერთი პროექტი განახორციელა

ივნისი 24, 2014

დეველოპერულმა კომპანიამ m2 უძრავი ქონება სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, დააფინანსა ვაჟა-ფშაველას გამზირის ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. 

ხსენებული ადაპტაციის ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ტროტუარები და გადასასვლელები ჯამში 184 პანდუსით აღიჭურვება. პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა m2-ის ფინანსური მხარდაჭერით, სოციალური პროექტის "სიცოცხლის ხე" კოორდინაციითა და ჯგუფის "სოცკოდექსი" ინიციატივით. 

კომპანია m2-ის მიზანია, ყველა მიმდინარე და სამომავლო დეველოპერული პროექტის ფარგლებში, იზრუნოს ადამიანებისთვის კომფორტული, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, მათ შორის შ.შ.მ. პირებისთვის გარემოს ადაპტაციაზე.  


მსგავსი სიახლეები