თეთრი კარკასი:
▪ რკინის შესასვლელი კარი;
▪ ალუმინის ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა დაბალემისიური მინით;
▪ მსუბუქი ბლოკით მოწყობილი გალესილი შიდა ტიხრები (სან-კვანძებში ლესვის გარეშე);
▪ მოჭიმული იატაკი (გარდა სან-კვანძებისა);
▪ გათბობის კოლექტორული სისტემის მილები რადიატორებისთვის;
▪ ელექტროგაყვანილობა, ტელეფონის, ინტერნეტის და ტელევიზიის ხაზები;
▪ მისაღებ ოთახში კონდიციონერის განთავსებისთვის გაყვანილობა;
▪ წყალ-კანალიზაციის მთავარი ვერტიკალური დგარები;
▪ ბუნებრივი აირის მილი მიყვანილი სამზარეულოსა და ქვაბის განთავსების ადგილებამდე;
▪ მოპირკეთებული აივნები;
▪ დომოფონის გაყვანილობა;
▪ გაზის, წყლის და ელ. ენერგიის მრიცხველები;
▪ გაყვანილობა კვამლის ხმოვანი დეტექტორისთვის.