საცხოვრებელი კომპლექსი m2 ნუცუბიძეზე თბილისში, შ. ნუცუბიძის #82-ში აშენდა. საცხოვრებელი სახლი შედგება 4 სადარბაზოსაგან და მოიცავს 221 ბინას. ნუცუბიძის ქუჩის მხრიდან გათვალისწინებულია 515.43 კვ.მ. კომერციული ფართი.
პროექტი დაფინანსდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და კანადის მთავრობის მიერ, 14 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის განახლებადი გრძელვადიანი სესხით, საიდანაც 4 მილიონი აშშ დოლარი კანადის მთავრობამ გამოყო ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების მიზნობრიობით.
პროექტის m2 ნუცუბიძეზე ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ თანამედროვე, ენერგოეფექტური კომპონენტების გამოყენებაა, რითაც 23%-მდე ენერგოეფექტურობა მიიღწევა და, შესაბამისად, კომუნალური ხარჯების შემცირებას უზრუნველყოფს.
პროექტის უპირატესობები:
• მოსახერხებელი მდებარეობა - მეტრო ვაჟა-ფშაველადან 300 მეტრის მანძილზე, სამი მხრიდან სამანქანო მისასვლელით.
• ეფექტური დაგეგმარება - შენობა იდეალურად არის მორგებული რელიეფს, რის გამოც, მზის სხივები დღის განმავლობაში, მთელს კომპლექსზე ეფექტურად ნაწილდება.
• კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა:
-2-სართულიანი ავტოსადგომი 86 ავტომანქანისთვის;
-შიდა ეზო დიდი სპორტული მოედნით, მოსასვენებელი და საბავშვო ზონებით.
• ხელმისაწვდომობა - სადარბაზოებისა და ბინების ეფექტური დაგეგმარების შედეგად თქვენ იღებთ მეტ კეთილმოწყობილ ფართს ნაკლებ ფასად.
• 23%-მდე ენერგოეფექტურობა - დათბუნებული კედლები; ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა; დაბალი ენერგიის მოხმარების ელექტრონათურები.
• საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები - ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე და ხანძარმედეგი კარი ჰოლებში.
• კომფორტი და უსაფრთხოება - კომპლექსის მოვლის მომსახურება მოიცავს 24-საათიან დაცვას, სადარბაზოების დასუფთავებასა და გამწვანების მოვლას.
კომპლექსი დასრულდა 2015 წლის ოქტომბერში, ვადაზე 1 თვით ადრე.