m² -ის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ალ. ყაზბეგის გამზ. #15-ში, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ და პრესტიჟულ უბანში აშენდა. m² ყაზბეგზე 2 მოსახერხებელ ადგილას, ტაშკენტისა და ჭილაძის ქუჩებს შორის მდებარეობს, მეტრო სამედიცინოდან მხოლოდ 100 მეტრში.
კომპლექსი სამ საცხოვრებელ კორპუსს და ცალკე მდგომ 10-სართულიან სასტუმროს მოიცავს. ასევე გათვალისწინებულია საოფისე და კომერციული ფართები, საბავშვო და სპორტული მოედნები და დასასვენებელი სივრცე. ცნობილი ბრენდის სამვარსკვლავიანი სასტუმრო, რამადა ენკორი, ლოკაციას კიდევ უფრო მეტ დინამიურობასა და მიმზიდველობას შესძენს.
გარდა ამისა, m² წარმოგიდგენთ ახალ მომსახურებას, m² Rent-ს სპეციალურად m²-ის მობინადრეებისთვის!
m² Rent განკუთვნილია მხოლოდ m²-ის მაცხოვრებლებისთვის და გულისხმობს ჩვენი მობინადრეებისთვის შემდეგი სახის მომსახურების გაწევას:
• m²-ში არსებული ბინის გაქირავება ან გაყიდვა;
• გაქირავებული ბინების მოვლა-პატრონობა;
• დაკეტილი ბინების მოვლა-პატრონობა და რემონტის შენარჩუნება.
/
/
პროექტის უპირატესობები:
• მოსახერხებელი მდებარეობა
• კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა
• 23%-მდე ენერგოეფექტურობა - დათბუნებული კედლები; ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა; დაბალი ენერგიის მოხმარების ელექტრონათურები.
• საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები - ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე და ხანძარმედეგი კარი ჰოლებში.
• კომფორტი და უსაფრთხოება - კომპლექსის მოვლის მომსახურება მოიცავს 24-საათიან დაცვას, სადარბაზოების დასუფთავებასა და გამწვანების მოვლას.
• თანამედროვე საფასადე სისტემა
• თაბაშირ-მუყაოს კედლები ხმის იზოლაციის შრით
• ალუმინის ვიტრაჟები ორმაგი მინა-პაკეტით
• ეკოლოგიურად სუფთა დათბუნების მასალები - ქვაბამბა და მინერალური ბამბა
ბინის გეგმარება და ინტერიერის დიზაინი თქვენი მოთხოვნების შესაბამისად შეგიძლიათ შეარჩიოთ. ცნობილი ევროპული ბრენდების სარემონტო მასალები და გათბობის სისტემა ბინის სიმყუდროვესა და სილამაზეს დიდი ხნით უზრუნველყოფს.
ბინაში აგრეთვე დაგხვდებათ იტალიური სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით.
კომპლექსის მშენებლობა დასრულდა 2019 წლის გაზაფხულზე.