თანამედროვე დიზაინის, ბუნებრივი ტრავერტინის ქვით მოპირკეთებული 10-სართულიანი სახლი ჭავჭავაძის 50-ში აშენდა. შენობა 82 ოჯახზეა გათვლილი და იდეალურ გარემოს უქმნის თითოეულ მაცხოვრებელს. ფასადის მხრიდან პირველ სართულზე განთავსდა სავაჭრო და მომსახურების ობიექტები. 2-დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი უზრუნველყოფილია თანამედროვე საავტომობილო ლიფტებით.
კორპუსის უკან განთავსებულია პატარა სკვერი წიწვოვანი ნარგავებით, რაც დამატებითი კომფორტია საცხოვრებელი სახლისთვის.
ბინები მაცხოვრებლებს 2018 წლის სექტემბერში სრულად გარემონტებული სახით ჩაბარდათ. ბინების ფართი არის 102 კვ.მ-იდან 206 კვ.მ-მდე.
კომპლექსის უპირატესობები:
24-საათიანი დაცვის სამსახური;
სადარბაზოების და ლიფტების დასუფთავება.
გარდა ამისა, m² წარმოგიდგენთ ახალ მომსახურებას, m² Rent-ს სპეციალურად m²-ის მობინადრეებისთვის!
m² Rent განკუთვნილია მხოლოდ m²-ის მაცხოვრებლებისთვის და გულისხმობს ჩვენი მობინადრეებისთვის შემდეგი სახის მომსახურების გაწევას:
• m²-ში არსებული ბინის გაქირავება ან გაყიდვა;
• გაქირავებული ბინების მოვლა-პატრონობა;
• დაკეტილი ბინების მოვლა-პატრონობა და რემონტის შენარჩუნება.
/
/
კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა:
მიწისქვეშა ავტოსადგომები 2 დონეზე, საავტომობილო ლიფტით;
დაცული და კეთილმოწყობილი სადარბაზოები.
23%-მდე ენერგოეფექტურობა:
დათბუნებული კედლები;
ალუმინის კარ-ფანჯარა;
ენერგოეფექტური განათება.