- ჰარმონიული ურბანული გადაწყვეტილება - ორი საუკუნე ერთ შენობაში
XX-XXI საუკუნეების არქიტექტურული სინთეზი - სწორედ ასეთი იქნება m²-ის ახალი, 12-სართულიანი კომპლექსი, რომელიც მელიქიშვილის #10-ში განთავსდა.
შენობის ახალი, ტურისტული ფუნქცია: ახალ შენობაში 125-ნომრიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო "რამადა ვინდჰემისგან" და 16 ბინა განთავსდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 16 მილიონ აშშ დოლარს.
- .
-
კომპლექსის უპირატესობები:
-
ენერგოეფექტურობა: -
• დათბუნებული კედლები;
• ალუმინის კარ-ფანჯარა;
• ენერგოეფექტური განათება. -
კომფორტი და უსაფრთხოება:
-
• 24-საათიანი დაცვის სამსახური;
• სადარბაზოების, ლიფტებისა და ავტოსადგომების დასუფთავება.
გარდა ამისა, m² წარმოგიდგენთ ახალ მომსახურებას, m² Rent-ს სპეციალურად m²-ის მობინადრეებისთვის!
m² Rent განკუთვნილია მხოლოდ m²-ის მაცხოვრებლებისთვის და გულისხმობს ჩვენი მობინადრეებისთვის შემდეგი სახის მომსახურების გაწევას:
• m²-ში არსებული ბინის გაქირავება ან გაყიდვა;
• გაქირავებული ბინების მოვლა-პატრონობა;
• დაკეტილი ბინების მოვლა-პატრონობა და რემონტის შენარჩუნება.
/
/
- საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები:
-
• ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე;
• ხანძარმედეგი კარი ჰოლებში;
• ინდივიდუალური წყლის ავზი სახანძრო სისტემის შეუფერხებელი მუშაობისათვის.
არსებული პროექტი ძველი შენობის ადაპტაციის უნიკალური მაგალითია თბილისში. ის ითვალისწინებს კონსტრუქტივიზმის სტილის ნიმუშის რეაბილიტაციას: დეტალების კონსერვაციას, შენობის რეკონსტრუქციას და დეტალების რესტავრაციას.
შენობა 1930 წელს აშენდა და აქ თბილისის ტუბერკულოზის პირველი საქალაქო ინსტიტუტი განთავსდა.
ნაგებობის არქიტექტურულ იერსახეში ურთიერთს ერწყმის კონსტრუქტივიზმის სტილისთვის დამახასიათებელი სისადავე და ფუნქციონალიზმი და ქართული ისტორიული არქიტექტურის სახასიათო ელემენტები. შენობის მთავარი ფასადი ასიმეტრიულია, როგორც მხატვრული გაფორმებით, ასევე სიმაღლით, რაც დამახასიათებელია მისი არქიტექტორის - კ.ა ლეონტიევის ხელწერისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ მელიქიშვილის გამზირზე არსებულ შენობას არ აქვს ისტორიული ძეგლის სტატუსი, კომპანია m² ითვალისწინებს არსებული შენობის არქიტექტურულ თავისებურებას, მის ინტეგრაციას უბნის მიმდებარე შენობა-ნაგებობებთან და ახდენს არსებულის რეაბილიტაციას, რაც გულისხმობს მისი იერსახის, კერძოდ კი ფასადისა და ინტერიერის დეტალების შენარჩუნებას.
სოციალური პასუხისმგებლობა დეველოპმენტში:
• არქიტექტურული კვლევები, ანალიზი და არქიტექტურული რეაბილიტაციის პროექტი;
• მასტერკლასები სტუდენტებისთვის, პრაქტიკული სამუშაოების კურსი.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 16 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
პროექტის დოკუმენტაცია:
იხ. ბმულზე: დემონტაჟის პროექტი
იხ. ბმულზე: არსებული შენობის კონსტრუქციული დასკვნა
იხ. ბმულზე: შენობის ფიქსაცია მთავარი ფასადებისა და ინტერიერში არსებული დეტალების კონსერვაციისა და დაშლა-აწყობისათვის