m³ საბურთალო - I ფაზა

-ის ახალი საცხოვრებელი უბანი, "m³ საბურთალო" მარშალ გელოვანის გამზირზე შენდება.

ახალი უბანი თბილისის ცენტრალურ ნაწილში, გელოვანის გამზირსა და ბაქრაძის ქუჩას შორის მოქცეულ 11.5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, ვეფხი და მოყმის ძეგლიდან 900 მეტრში მდებარეობს.


ახალი უბნის კონცეფცია, რომელზეც ცნობილმა ამერიკულმა არქიტექტურულმა კომპანია ZGF-მა იმუშავა, ინოვაციურია. ის 21-ე საუკუნის ადამიანებს სთავაზობს ურთიერთობებსა და კომფორტულ გარემოს ბინის გარეთ, დროისა და ენერგიის დაზოგვასა და ჯანსაღად ცხოვრებას.

უბანი მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურითა და გამორჩეული ლანდშაფტის დიზაინით ერთიანი ხედვით დაიგეგმა. ტერიტორია საცხოვრებელ ზონასთან ერთად მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ, სარეკრეაციო და გასართობ ინფრასტრუქტურას.


უბნის ცენტრალურ ნაწილს პარკი დაიკავებს, რომლის გარშემოც ბულვარი გაშენდება. ბულვარი კომერციულ ქუჩას შეუერთდება, მათ გადაკვეთაზე კი პლაზა მოეწყობა, რომლის ირგვლივაც რესტორნები, კაფეები, სალონები, მაღაზიები, დახურული საცურაო აუზი და ფიტნესცენტრი განთავსდება.




პროექტის უპირატესობები:

 

კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა:

• 4 ჰექტარი სარეკრეაციო სივრცეები და გამწვანებული ეზოები

• მიწისქვეშა ავტოსადგომი

• ბავშვთა გასართობი და საერთო სამუშაო სივრცეები

• სპორტული მოედნები

• ველობილიკები

• სპორტული დარბაზი

• საცურაო აუზი

• კომერციული ობიექტები

• სტუმრების მისაღები სივრცე

• ელექტრო დამტენი

 

კომფორტი და უსაფრთხოება:

• 24 საათიანი დაცვის სამსახური

• სადარბაზოების, ლიფტების და ეზოების დასუთავება

• გამწვანების მოვლა

 

ბინები ბარდება დასრულებული რემონტით, სადაც დაგხვდებათ სამზარეულო ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით, სრულად მოწყობილი აბაზანა, ცენტრალური გათბობის სისტემა გათბობის ქვაბითა და რადიატორებით.

 

მშენებლობის დასრულების ვადა:
I ფაზა: I, II, III კორპუსები - 2021 წელი
II ფაზა: IV კორპუსი - 2022 წელი | V, VI კორპუსები - 2024 წელი
III ფაზა: IX კორპუსი - 2023 წელი | VII, VIII, X კორპუსები - 2024 წელი

IV ფაზა: XI, XII კორპუსები - 2026 წელი