m³ საბურთალო m²-სგან

-მა სრულიად ახალი უბნის, "m³ საბურთალოს" მშენებლობა დაიწყო. საცხოვრებელი უბანი მარშალ გელოვანის გამზირზე აშენდება და თბილისი თანამედროვე გეგმარების მქონე ახალ უბანს მიიღებს.

ახალი უბანი თბილისის ცენტრალურ ნაწილში, გელოვანის გამზირსა და ბაქრაძის ქუჩას შორის მოქცეულ 11.5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, ვეფხი და მოყმის ძეგლიდან 900 მეტრში მდებარეობს.


ახალი უბნის კონცეფცია, რომელზეც ცნობილმა ამერიკულმა არქიტექტურულმა კომპანია ZGF-მა იმუშავა, ინოვაციურია. ის 21-ე საუკუნის ადამიანებს სთავაზობს ურთიერთობებსა და კომფორტულ გარემოს ბინის გარეთ, დროისა და ენერგიის დაზოგვასა და ჯანსაღად ცხოვრებას.

უბანი მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურითა და გამორჩეული ლანდშაფტის დიზაინით ერთიანი ხედვით დაიგეგმა. ტერიტორია საცხოვრებელ ზონასთან ერთად მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ, სარეკრეაციო და გასართობ ინფრასტრუქტურას.


უბნის ცენტრალურ ნაწილს პარკი დაიკავებს, რომლის გარშემოც ბულვარი გაშენდება. ბულვარი კომერციულ ქუჩას შეუერთდება, მათ გადაკვეთაზე კი პლაზა მოეწყობა, რომლის ირგვლივაც რესტორნები, კაფეები, სალონები, მაღაზიები, დახურული საცურაო აუზი და ფიტნესცენტრი განთავსდება.




პროექტის უპირატესობები:

 

კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა:

• 4 ჰექტარი სარეკრეაციო სივრცეები და გამწვანებული ეზოები

• საბავშვო ბაღი 150 ბავშვზე და სკოლა 600 მოსწავლეზე

• მიწისქვეშა ავტოსადგომი

• ბავშვთა გასართობი და საერთო სამუშაო სივრცეები

• სპორტული მოედნები

• ველობილიკები

• სპორტული დარბაზი

• საცურაო აუზი

• კომერციული ობიექტები

• სამრეცხაო

• სტუმრების მისაღები სივრცე

 

კომფორტი და უსაფრთხოება:

• 24 საათიანი დაცვის სამსახური

• სადარბაზოების, ლიფტების და ეზოების დასუთავება

• გამწვანების მოვლა

 

ბინები ბარდება დასრულებული რემონტით, სადაც დაგხვდებათ სამზარეულო ჩაშენებული გაზქურით, გამწოვითა და ჭურჭლის სარეცხი მანქანით, სრულად მოწყობილი აბაზანა, ცენტრალური გათბობის სისტემა გათბობის ქვაბითა და რადიატორებით.

 

მშენებლობის ხანგრძლივობა 5 წელია, რომელიც 4 ეტაპად წარიმართება:

• I ფაზა: 2019 − 2021 წელი

• II ფაზა: 2020 − 2022 წელი

• III ფაზა: 2020 − 2023 წელი

• IV ფაზა: 2021 − 2024 წელი