კომპლექსი სქაილაინ რეზიდენსი m²-ის პრემიუმ ხაზის პირველი პროექტია.
შენობა 3 სადარბაზოსაგან და 19 ბინისგან შედგება. ფასადი შესრულებულია საუკეთესო ხარისხის ბუნებრივი მასალებით.
მდებარეობა - კომპლექსი სოლოლაკში, მთაწმინდის პარკის გზის მიმდებარედ, მ. მაყაშვილის ქუჩის ჩიხი #3-ში მდებარეობში. ყველა ბინიდან იშლება თავბრუდამხვევი ხედი 1500-წლიანი ისტორიის მქონე ქალაქზე. სიახლოვეს განთავსებულია სასეირნო ბილიკები, მთაწმინდის პარკი და ბოტანიკური ბაღი.
გარემო - პროექტი ორგანულად ერწყმის რელიეფს და არსებულ განაშენიანებას. თანამედროვე დიზაინით მოპირკეთებული ეზო და გამწვანებული პლატო თავისუფალი დროის მშვიდად გასატარებლად არის შექმნილი.
კონსიერჟი - კომპლექსს ემსახურება კონსიერჟი, რომელიც მაქსიმალურ კომფორტსა და ჰარმონიულ ცხოვრებას უზრუნველყოფს - ტაქსის გამოძახება, ავტომობილის დაქირავება, რესტორნებისა და ბილეთების დაჯავშნა, დალაგება, ტექნიკური დახმარება.
დამატებითი სერვისები - გარდა კონსიერჟის მომსახურებისა, აქ ყველაფერია სახლის გამართული ფუნქციონირებისთვის: 24-საათიანი დაცვა, დასუფთავება, გამწვანების მოვლა, სქაილაინ რეზიდენსის მესამე სართულზე განთავსდა სპორტული დარბაზი, რომელსაც ქვედა სართულზე არის 150 კვ.მ-მდე ტერასა ღია აუზით.
ინოვაცია - სქაილაინ რეზიდენსამდე მისასვლელი გზა ინოვაციური ტექნოლოგიით დაიგო, რაც წლის ცივ პერიოდში გზის გათბობას უზრუნველყოფს. ამ ტექნოლოგიის საშუალებით, სქაილაინ რეზიდენსის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა წლის ნებისმიერ დროს უსაფრთხო და კომფორტულია.