m² მირცხულავაზე

საცხოვრებელი კომპლექსი " მირცხულავაზე" თბილისში, დიდუბის რაიონში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარეობს.


კომპლექსი განთავსებულია 25 365 კვ.მ-ზე, მოიცავს 10 კორპუსს, გამწვანებულ შიდა ეზოს, სპორტულ მოედანსა და ავტოსადგომებს. პროექტი მდებარეობს 10 წუთის სავალზე მეტრო „დიდუბიდან“.


კომპლექსის ტერიტორიაზე მოწყობილია ინფრასტრუქტურა: 

 4500 კვ.მ. გამწვანებული ეზო;

 საბავშვო სივრცე და სპორტული მოედანი;

 დახურული ავტოსადგომი გათვლილი 337 მანქანაზე და მიწისზედა ავტოსადგომი, გათვლილი 183 მანქანაზე;

 გენერატორი, რომელიც უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების, სასმელი წყლის ტუმბოების, ლიფტების, პარკინგის, კორიდორების, საზოგადოებრივი სივრცის და შიდა ეზოს საევაკუაციო და ავარიულ განათებას.

მშენებლობის დასრულების ვადა:

I-VIII კორპუსები − 2023 წელი

IX, X კორპუსები − 2025 წელი