m² ჭყონდიდელზე

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი " ჭყონდიდელზე" თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ჭყონდიდელის ქუჩაზე შენდება.

კომპლექსი განთავსებულია 31 011 კვ.მ-ზე და მოიცავს 12 კორპუსს. გამოირჩევა მოსახერხებელი მდებარეობით - მეტრო „გოცირიძიდან“ 2 წუთის სავალზე.

>ბინების არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანი გვაქვს და მოიცავს როგორც ახალგაზრდების, სტუდენტებისა თუ ახლად შექმნილი ოჯახების საჭიროებებზე მორგებულ კომპაქტურად დაპროექტებულ ბინებს, ასევე, დიდ ოჯახებზე გათვლილ კომფორტულ და ფართო აპარტამენტებს. ბინების ფართი იწყება 32.5 კვ.მ-დან.

პროექტში გამოიყენება მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო და სარემონტო მასალები, რომლებსაც გავლილი აქვთ ლაბორატორიული შემოწმება.


კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა ინფრასტრუქტურა:

• 6200 კვ.მ. შიდა ეზოები და სარეკრიაციო ზონა;

• საბავშვო სივრცე და სპორტული მოედნები;

• 243 დახურული და 317 ღია ავტოსადგომი;

• გენერატორი, რომელიც უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების, სასმელი წყლის ტუმბოების, ლიფტების, პარკინგის, კორიდორების, საზოგადოებრივი სივრცის და შიდა ეზოს საევაკუაციო და ავარიულ განათებას.

მშენებლობის დასრულების ვადა:
I - X კორპუსები - 2023 წელი
XI - XII კორპუსები - 2024 წელი