m² ჭყონდიდელზე

საცხოვრებელი კომპლექსი " ჭყონდიდელზე" თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარეობს.


კომპლექსი განთავსებულია 31 011 კვ.მ-ზე და მოიცავს 12 კორპუსს. გამოირჩევა მოსახერხებელი მდებარეობით - მეტრო „გოცირიძიდან“ 2 წუთის სავალზე.

პროექტში გამოიყენება მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო და სარემონტო მასალები, რომლებსაც გავლილი აქვთ ლაბორატორიული შემოწმება.


კომპლექსის ტერიტორიაზე მოწყობილია ინფრასტრუქტურა:

• 6200 კვ.მ. შიდა ეზოები და სარეკრიაციო ზონა;

• საბავშვო სივრცე და სპორტული მოედნები;

• 243 დახურული და 317 ღია ავტოსადგომი;

• გენერატორი, რომელიც უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების, სასმელი წყლის ტუმბოების, ლიფტების, პარკინგის, კორიდორების, საზოგადოებრივი სივრცის და შიდა ეზოს საევაკუაციო და ავარიულ განათებას.

მშენებლობის დასრულების ვადა:
I - XII კორპუსები - დასრულებულია