გამორჩეული არქიტექტურისა და დიზაინის მქონე ორი მანათობელი ცათამბჯენი თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, m²-ის ინოვაციური უბნის, m³ საბურთალოს მიმდებარედ აშენდება და ამ უბანს კიდევ უფრო გამორჩეულსა და განსაკუთრებულს გახდის.
m² Highlight-ის არქიტექტურული გადაწყვეტა თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებსა და გემოვნებაზეა მორგებული. ის 36 და 26 სართულიან - ორ შუშის ნაგებობას გააერთიანებს, სადაც დამოუკიდებელი ცხოვრების მსურველი ადამიანები, ახალგაზრდა წყვილები თუ ოჯახები, რომლებსაც მაღალსართულიან კომპლექსებში თანამედროვე და კომფორტული გარემო იზიდავთ, შეძლებენ მიიღონ საუკეთესო შეთავაზება და იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით.
ეს იქნება m² -ის პირველი ცათამბჯენი, ის, როგორც ნებისმიერი m²-ის სხვა პროექტი, სრულად დააკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, ინკლუზიური ხელმისაწვდომობის, ენერგოეფექტურობის, უსაფრთხოების და გენდერის საკითხების გათვალისწინებით.
პროექტი მოიაზრებს ღია ტერასებს, საერთო სამუშაო სივრცეებს, საოფისე და კომერციულ ფართებს, მიწისქვეშა ავტოსადგომებს და კომპლექსის მენეჯერის მომსახურებას.
მშენებლობის დასრულების ვადა:
XI - XII კორპუსები - 2026 წელი