m²-მა თბილისს საჩუქრად 1 200 ნერგი გადასცა
აპრილი 24, 2023
m²-მა თბილისს საჩუქრად 1 200 ნერგი გადასცა
m²-მა თბილისს საჩუქრად 1 200, სხვადასხვა ჯიშის ნერგი გადასცა. საკრებულოს ინიციატივით, არიზონას და ლეილანდის კიპაროსები სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ის ტერიტორიაზე, ერთიანობისთვის მებრძოლთა, ალექსიძის და თაყაიშვილის ქუჩებზე დაირგვება.