m²-მა ობლიგაციების განთავსება წარმატებით დაასრულა

მაისი 22, 2014

დეველოპერულმა კომპანიამ m², აშშ დოლარში დენომინირებული, ერთწლიანი ობლიგაციების გამოშვების თაობაზე ერთი თვის წინ განაცხადა. 

თავისუფალი ფინანსური სახსრების დაბანდება m²–ის ობლიგაციებში ნებისმიერ მსურველს შეეძლო, რის შედეგადაც მომხმარებელს საშუალება მიეცა საკუთარი ფული უკეთესად დაესაქმებინა.

„მოხარული ვართ, განვაცხადოთ m²–ის ობლიგაციების განთავსების წარმატებით დასრულების შესახებ. ობლიგაციებზე დაფიქსირდა მაღალი მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან, რის შედეგადაც ობლიგაციების განთავსება სულ ერთ თვეში დასრულდა. დეველოპერული კომპანია m² განაგრძობს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას და მომავალშიც გეგმავს მომხმარებელს შესაძლებლობა მისცეს დააბანდოს საკუთარი თავისუფალი ფინანსური სახსრები თანამედროვე ფინანსურ ინსტრუმენტებში. ხსენებული ობლიგაციების გამოშვებით m²-მა, რომელიც, ფინანსური რესურსების მოზიდვის კუთხით აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, მოახდინა მისი დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიკაცია,“განაცხადა დეველოპერული კომპანიის m² სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ბურდილაძემ.

 

ობლიგაციების შეთავაზებასთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.bonds.ge


მსგავსი სიახლეები